ხაზარაძე - გახარიას პირობებზე: სპეცოპერაციას ჰგავს
20/09/2024 13:22:01 პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ რჩება ალიანსის მომხრედ, თუმცა „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ შემოთავაზებული სამი პირობა „შეუძლებელია“,- ამის შესახებ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მანამდე ბრიფინგი გამართა გახარიამ და სამი პირობა საჯაროდ წამოაყენა.
მან კვლავ ისაუბრა მოვლენათა ქრონოლოგიაზე და გაიმეორა, რომ წინასწარი შეთანხმების შემდეგ, როდესაც მხარეებს უკვე პარტიული სიები უნდა წარედგინათ, „ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც პრაქტიუად ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ბატონი ცუცქირიძის დილის ინტერვიუ“.
ასევე თქვა, რომ ლევან ცუცქირიძეც და ანა დოლიძეც პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს, „გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის საჭირო და ამ მანდატით“ ახორციელებდა მოლაპარაკებებს გიორგი გახარიასთან.
„დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტოლი დაესვა მოლაპარაკებას. დღეს თქვა ახალი პირობები, რომლების ტექნიკურად, სამართლებრივად შეუძლებელია - ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას“.
მისივე თქმით, 9-პუნქტიან წინასწარ შეთანხმებაში, რომელიც ასევე მისი თქმით, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი, იყო პრინციპული საკითხები - 20 ივნისი და ანაკლია. „ეს საჯარო საკითხებია, რომელიც უნდა იქნეს გამოძიებული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში. მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ დასავლური ინვესტიციით უნდა აშენდეს ანაკლია და არა ჩინურით; ეს გაერთიანება არ შეუქმნის გაერთიანებას მთავრობას „ქართულ ოცნებას და თავად შექმნის მთავრობას“.
რაც შეეხება გახარიას მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას სიაში მისი არყოფნის მოთხოვნის თაობაზე, ხაზარაძემ თქვა, რომ შეთავაზება იყო, გზა „ახალგაზრდებისთვის დაეთმოთ“ და ორივე ლიდერს თავი შეეკავებინა. თუმცა, როგორც ხაზარაძემ განმარტა, შემდეგ დაფიქრდა, ეს გახარიას პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობად არ აღექვა და მზაობა გამოხატა ამ პუნქტის ცვლილების ირგვლივ.
„მე აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ დაკარგულიყო არც ერთი ხმა [...]
მან შემოგვთავაზა ისეთი რამ, რაც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ სპეცოპერაციას ჰყავს. ეს დანგრევა იყო იმისა, რასაც აქამდე ვაშენებდით. [...]
დღესაც მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული“,- თუმცა გახარიასგან ამის მოლოდინი არ აქვს და „ხვალიდან ვაგრძელებთ კამპანიას“.


