Accentnews.ge
„2020 წელი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე აშშ–ისთვის"

„2020 წელი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე აშშ–ისთვის"

31/01/2020 16:23:39 პოლიტიკა

სულმოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

„2020 წელი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წინ ორივე ქვეყანას არჩევნები გველის. სულმოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ – შეერთებულ შტატებში,”- განაცხადა ამერიკის ელჩმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე იყო საუბარი:

„კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები. საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მლნ დოლარიანი პროგრამის განხორციელების ინიციატივა, რომელიც ახლახან გამოცხადდა. ის კარგ ეფექტს იქონიებს და საქართველოს მთავრობის მიერ განზრახულ ინიციატივებსაც გაამყარებს,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S