
ლიბანის ჯანდაცვა: ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 558-მდე გაიზარდა
24/09/2024 10:54:50 მსოფლიო
ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ლიბანში ბოლო 24 საათის განმავლობაში მსხვერპლთა რაოდენობა 558-მდე გაიზარდა,- აცხადებს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო.
ლიბანური მედიის ცნობით, მსხვერპლთა შორის 50 ბავშვი და 94 ქალია.
დაშავდა 1 835 ადამიანი.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, დაბომბვის გამო საცხოვრებელი რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა დატოვა.
ისრაელის არმია ლიბანის მოქალაქეებს მოუწოდებს, სულ მცირე, ერთი კილომეტრით მოშორდნენ იმ შენობებს, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებს.
ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - რა ხდება, იხილეთ აქ
ირანის პრეზიდენტი: ისრაელი ცდილობს ჩვენს ჩათრევას იქ, სადაც ჩასვლა არ გვინდა