
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
24/09/2024 14:34:17 კონფლიქტები, საზოგადოება
ოკუპანტებმა სოფელ არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
"უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად,- აღნიშნავს სუს-ი და დასძენს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.