Accentnews.ge
აფხაზეთში გავლენიან სასულიერო პირზე თავდასხმა განხორციელდა

აფხაზეთში გავლენიან სასულიერო პირზე თავდასხმა განხორციელდა

24/09/2024 18:36:50 კონფლიქტები

აფხაზეთში გავლენიან სასულიერო პირზე თავდასხმა განხორციელდა. დაზარალებული მოსკოვს დაქვემდებარებულ "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან" დაპირისპირებული მეორე საეკლესიო ფრთის - "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" წინაღძღვარი, მამა დოროთეა (დბარი).

აფხაზური მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სოხუმში, "სახელმწიფო უნივერსიტეტის" შენობის ცარიელ დერეფანში განხორციელდა. სავარაუდო თავდამსხმელი კი გასული წლის გახმაურებული ინციდენტის - ლიხნში "წმინდა ხის" დაზიანებაში მონაწილე ძმებიდან ერთ-ერთია, გვარად ბაღათელია.

არსებული ინფორმაციით, იგი უკმაყოფილო დარჩა ლიხნის ინციდენტთან დაკავშირებით მამა დოროთეს ფეისბუქ-პუბლიკაციის გამო და ახალ ათონში, "წმინდა მიტროპოლიის" რეზიდენციაში მასთან შესახვედრადაც იყო მისული, თუმცა იქაურ სასულიერო პირებთან გასაუბრების შემდეგ მაშინ ტერიტორია დატოვა.

რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, ბაღათელია მამა დოროთეს უკნიდან დაესხა თავს, რამდენიმე დარტყმა მიაყენა და დერეფანში სტუნდეტების გამოჩენისთანავე ადგილიდან მიიმალა.

მოგვიანებით თავად მამა დოროთემ განაცხადა, რომ "შეურაცხადთან კითხვები არ აქვს, მაგრამ კითხვები გააჩნია სამართალდამცველ ორგანოებთან და ბაღათელიების ნათესავებთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S