Accentnews.ge
სოხუმსა და მოსკოვს შორის სადავო შეთანხმება რატიფიცირებულია

სოხუმსა და მოსკოვს შორის სადავო შეთანხმება რატიფიცირებულია

25/09/2024 10:38:17 კონფლიქტები

სოხუმსა და მოსკოვს შორის სადავო შეთანხმება რატიფიცირებულია: საზოგადოების, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, აფხაზურმა "პარლამენტმა" კრემლის ზეწოლით "კომერციულ დავებზე მხარეთა საარბიტრაჟო ორგანოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და ურთიერთაღსრულების შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება დღეს დახურულ კარს მიღმა განახორციელა.

კენჭისყრისას, რომელზეც "პარლამენტში" აკრედიტებული ჟურნალისტებიც კი არ დაუშვეს, რუსულ პროექტს 27-მა "დეპუტატმა" დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი მხოლოდ 2-მა მისცა ხმა.

მოსკოვი ამ ორმხრივი დოკუმენტის რატიფიცირებას თვეების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდა, სექტემბერში კი დაუფარავ შანტაჟზე გადავიდა და 1 სექტემბრიდან ოკუპირებული რეგიონის საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება შეწყვიტა, ასევე გააფრთხილა სოხუმი, რომ მთელი წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად დამდეგ ზამთარში რუსულ ელექტროენერგიას საშეღავათო პირობებით ვეღარ მიიღებს.

როგორც ხსენებული შეთანხმების მოწინააღმდეგეები თვლიან, იგი მოსკოვის რიგ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად ხელს უხსნის რუს ბიზნესმენებს, აფხაზეთში ყველაფერ ფასეულს დაეუფლონ და ადგილობრივებთან შედარებით, მათ გაცილებით უფრო პრეფერენციას ანიჭებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S