Accentnews.ge
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

25/09/2024 10:57:37 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, ვასილ სალამაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე გადასცეს.

მისი ცნობით, სალამაშვილმა ე.წ საზღვარი სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 24 სექტემბერს დაარღვია.

"იმის გამო, რომ დამრღვევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა გადაწყვიტა მისი ქართული მხარისთვის გადაცემა, დაჯარიმების გარეშე“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S