კალაძე – ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე: "ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ"

25-09-2024 15:26:32 ციტატა

„მოულოდნელი არაფერი იყო, უბრალოდ, გასაკვირია, ჯერ მოწვევა და შემდგომ გაუქმება. ეს რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის ეროვნული ინტერესები და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ქართულ საქმეს ვაკეთებთ“, ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამავე თემაზე: პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები