პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამი პირი დააკავა

26-09-2024 11:18:09 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითდააკავეს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ.და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ.

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმაა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლიიარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს დაშემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ - ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს,- იტყობინება შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ემუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულისშეუტყობინებლობას გულისხმობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები