Accentnews.ge
კობახიძემ ცხინვალი და სოხუმი ვერ გადაარწმუნა - "თავდაუსხმელობის ორმხრივი შეთახნების გაფორმება და აღიარება საკვანძო საკითხად რჩება"

კობახიძემ ცხინვალი და სოხუმი ვერ გადაარწმუნა - "თავდაუსხმელობის ორმხრივი შეთახნების გაფორმება და აღიარება საკვანძო საკითხად რჩება"

26/09/2024 11:57:14 კონფლიქტები

25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სხდომაზე საქართველოს პრეიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლამ და ოკუპაციის კონტექსტში რუსეთის უხსენებლად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისადმი მიმართვამ სეპარატისტებს გული ვერ მოულბო: ისინი კვლავინდებურად მოითხოვენ თბილისისგან აღიარებასა და თავდაუსხმელობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებას, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობის" ირიბი აღიარების ტოლფასი იქნებოდა.

"სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია. არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას მოწყვეტილი რიტორიკა მოწმობს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ უშვებთ" - ასე შეაფასა ცხინვალის რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო უწყებამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე პრემიერ კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

როგორც "საგარეო საქმეთა სამინისტროში" აცხადებენ, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია, ცნობილია და უცვლელი - საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება".

"ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - დასძენს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისფლების "საგარეო უწყება".

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა რუსეთის მიერ ოკუპირებული მეორე რეგიონის აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტრომაც":

"მორიგ ჯერზე მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების გაუთავებლად განმეორებადი ერთი და იგივე მითიური ტერმინები. ვთვლით, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა კვლავაც ასე გააგრძელებს, წარსულის დაძლევის კუთხით პოზიტიურ შედეგებს ვერასდროს მივაღწევთ. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, აღიაროს აფხაზეთის დაოუკიდებელი, სუვერენული რესპუბლიკა და გაგვიფორმის თავდაუსხმელობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმება".

ამგვარად, კობახიძემ გაერო-ში წარმოთქმული სიტყვით ცხინვალს პოზიცია ვერანაირად შეაცვლევინა. თუმცა ეს ნაკლებადაა გასაკვირი, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრს არც ახალი უთქვამს რამე, არც რაიმე ახალი წინადადებები თუ ინიციატივები გაუჟღერებია - მხოლოდ ყავლგასული მოწოდებები ძმობის, შერიგებისა და ერთობისკენ, რომლებიც აფხაზებსა და ოსებს როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლებისგან წლების განმავლობაში ათასჯერ სმენიათ, მობეზრებულიც აქვთ და ხშირ შემთხვევაში უკვე ირონიითაც ხვდებიან.

რაკი ამ მიმართულებით რაიმე ახალი და კონკრეტული ვერც კობახიძისგან მოვისმინეთ, კვლავინდებურად გაუგებარი რჩება, მაინც რას ეყრდნობოდა და ეყრდნობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებზე არწმუნებს მოსახლეობას, "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დრო ახლოვდება და მსგავსი შესაძლებლობა ნებისმიერ წუთს შეიძება, შეიქმნასო". გარდა იმისა, რომ ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით არც რაიმე ოფიციალური ან თუნდაც არაოფიციალური მოლაპარაკებების კუთხით გვსმენია რამე, არც რაიმე კონკრეტული გეგმა გვინახავს, გარდა იმისა, რომ ცხინვალიცა და სოხუმიც კვლავინდებურად გვიყენებენ მათი "დამოუკიდელობის" აღიარებისა და თავდაუსხმელობის ორმხრივი შეთანხმებების გაფორების პირობებს, უკვე მოსკოვმაც ღიად და ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოსთვის ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებაზე არც კი ფიქრობს და პირიქით, სურს, "დამოუკიდებელი" აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთიც" პუტინის "საკავშირო სახელმწიფოს" შემადგენლობაში იხილოს და მთელი დანარჩენი საქართველოც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S