ხომერიკი ლაგოდეხში პრორუსული ორგანიზაციის დაფუძნებას დაესწრო

03-02-2020 14:26:31 მითები და რეალობა

ინფორმაციას 29 იანვარს ქალაქ ლაგოდეხში ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის“ შექმნის შესახებ tvalsazrisi.ge ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია მიზნად ისახავს, სახალხო დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტული, ეკონომიკურ-კულტურული და სასწავლო პროგრამების განვითარებას. “ორგანიზაცია მთავარ მიმართულებად ისახავს რუს და ქართველ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას და განვითარებას”,- ნათქვმია tvalsazrisi.ge-ს სტატიაში. იქვე მითითებლია,რომ მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქმნება.

ლაგოდეხელთა ორგანიზაციის დამფუძნებელ შეკრებაზე სტუმრად იმყოფებოდა „რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“ პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი.

ვლადიმერ ხომერიკი „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არ მოუხდენია. იგი თვლის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია, ხოლო რუსეთი ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია, რადგან რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს.

ხომერიკი 2018 წლის ნოემბერში მოსკოვში გამართულ რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ ფორუმს ესწრებოდა, სადაც ასევე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიის აღდგენაზე იმსჯელეს.

წყარო: mythdetector

ახალი ამბები

სხვა სიახლეები