
აშშ–ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
03/02/2020 11:37:01 საგარეო პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში მოგზაურობდნენ, 2 კვირის განმავლობაში შეზღუდვები იმოქმედებს.
კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები აღნიშნული 2 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებენ ისარგებლონ სავიზო მომსახურებით.