Accentnews.ge
EECMD – “NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანი ქართულ-ამერიკული კავშირების შესუსტება და დასავლური კურსიდან აცდენაა

EECMD – “NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანი ქართულ-ამერიკული კავშირების შესუსტება და დასავლური კურსიდან აცდენაა

03/02/2020 12:58:51 საზოგადოება

“აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამერიკული კვლევითი ორგანიზაციებზე – NDI-სა და IRI-ზე თავდასხმის მიზანი ქართულ-ამერიკული კავშირების შესუსტება და დასავლური კურსიდან აცდენაა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მზარდი დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც მიზანმიმართულად უტევს საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ეროვნულ – დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI). როგორც ჩანს, ეს ორი ორგანიზაცია საგანგებოდ არის შერჩეული სახიფათო, ანტიდემოკრატიული აქტორების სამიზნედ. მათი პროპაგანდა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას მცდარი წარმოდგენების შექმნით იმ უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმიანობის შესახებ, რომელთაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ საქართველოში.

დემოკრატიისაკენ სავალი გზა საქართველოსთვის იოლი არ ყოფილა. ზოგადად, ეს გზა არსად არის ადვილად გასავლელი და ეს გაცილებით რთული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ არა ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობა წლების განმავლობაში. ჩვენ დიდი ხანია მათთან ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად საფუძვლიანი და გულწრფელია ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის; რამდენად მაღალპროფესიონალურია მათი დემოკრატიის მხარდამჭერი სტრატეგიები და მეთოდოლოგიები. ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები საქართველოს დემოკრატიას სწორედ მაშინ აძლიერებს, როდესაც ჩვენ ეს ყველაზე ძალიან გვჭირდება. მათზე თავდასხმის მიზანია დემოკრატიისაკენ სწრაფვის საერთო თანხმობის მორღვევა ქვეყანაში, ქართულ-ამერიკული კავშირების შესუსტება და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსიდან აცდენა.

მხარდაჭერას ვუცხადებთ ორივე ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ გახდნენ პოპულისტური პროპაგანდის მსხვერპლი და დამოუკიდებლად, უტყუარ ინფორმაციაზე დაფუძნებით შეაფასონ ამ ორი ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგები.

და ბოლოს, გამოვხატავთ მადლიერებას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის მიმართ ქართული დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლისისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ, მივესალმებით NDI-სა და IRI-ს საქმიანობას საქართველოში და წარმატებებს ვუსურვებთ!“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა საქართველოში მოქმედი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციები ცრუ რეიტინგების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა და "ნაცების" სატელიტებად" მოიხსენია:

"წლების განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაციები და საზოგადოებაში მათ აღარ აქვთ ნდობა. ხშირად ღიმილით ხვდებიან. [...] NDI იქნება თუ IRI... "ნაცების" მიერ მომართული ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. საზოგადოებას უკვე აგრესია აქვს ამ ტიპის NGO-ებზე. სატელიტები არიან "ნაცების" და ცრუობენ“ - აღნიშნა მან.

იხილეთ ასევე: IRI ივანიშვილს პასუხობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S