Accentnews.ge
ილიაუნი: საბჭომ განმარტების გარეშე შეცვალა ექსპერტთა შეფასებები, გავასაჩივრებთ

ილიაუნი: საბჭომ განმარტების გარეშე შეცვალა ექსპერტთა შეფასებები, გავასაჩივრებთ

27/09/2024 10:16:50 საზოგადოება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების ხარისხის ავტორიზაციის საბჭოს მიერ, 1 წლიანი, პირობითი ავტორიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 26 სექტემბერს გამართულ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, ბიურომ განმარტების გარეშე შეცვალა ექსპერტთა წარდგენილი უმაღლესი შეფასებები.

მანამდე განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (იხ. ამონარიდი დოკუმენტიდან).

გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.

ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს". - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S