Accentnews.ge
ილიაუნის სტუდენტები: ვრჩებით უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული, 26 ოქტომბერს დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!

ილიაუნის სტუდენტები: ვრჩებით უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული, 26 ოქტომბერს დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!

27/09/2024 14:10:16 საზოგადოება

26 ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!, - ამის შესახებ ნათქვამია ილიაუნის სტუდენტების სახელით გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა. ილიაუნი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"სტუდენტები ვეხმიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ვგმობთ ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ქართველი და უცხოელი ექსპერტების უმაღლესი შეფასებებისა, უნივერსიტეტს მიანიჭოს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვრჩებით ჩვენი უნივერსიტეტის ღირებულებების ერთგული და მუდამ ვიდგებით დემოკრატიის, თავისუფალი ნებისა და დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე!

ვიაზრებთ რა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთავარი ველი გადის დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებზე, მოგიწოდებთ, ოცდაექვს ოქტომბერს ყველანი გამოვცხადდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი!

შევხვდებით არჩევნებზე!, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S