Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ენტონი ბლინკენი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

27/09/2024 19:36:43 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის შეხვდა.

"როიტერის" ცნობით, მანამდე თეთრმა სახლსა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ ღრმად არიან შეშფოთებულები ინფორმაციით, რომ რუსეთმა ჩინეთთან იარაღის პროგრამა დააარსა, რაც მას საშუალებას მისცემს შორი რადიუსის დისტანციური დრონები აწარმოოს და ომში გამოიყენოს.

ჩინეთი, თავის მხრივ, შეშფოთებულია აშშ-ის ტაივანთან ურთიერთობით და იარაღის მიწოდებით. ასევე პეკინი მოუწოდებს ვაშინგტონს ჩინურ საქონელზე ტარიფები მოხსნას.

დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის ომის დროს ჩინეთი გახდა რუსეთის მთავარი მიმწოდებელი სხვადასხვა იარაღისთვის საჭირო პროდუქციის, მათ შორის რაკეტებისთვის. მაგალითად, Financial Times წერდა, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ იმპორტირებული ჩიპების 90% ჩინეთიდან იყო და გამოყენებულ იქნა რაკეტების, ტანკებისა და დრონების წარმოებაში. გასული წლის ბოლო კვარტალში, ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში გამოყენებული ჩარხების 70% იმპორტირებული იყო ჩინეთიდან.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ აწვდის იარაღს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის არცერთ მხარეს, რომელსაც ისინი "უკრაინის კრიზისს" უწოდებენ.

პეკინს აკრიტიკებენ მოსკოვთან კავშირისა და უარის გამო, დაგმოს რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S