Accentnews.ge
ირანი აცხადებს, რომ სამხედროებს არ გაგზავნის ლიბანში ან ღაზას სექტორში

ირანი აცხადებს, რომ სამხედროებს არ გაგზავნის ლიბანში ან ღაზას სექტორში

30/09/2024 14:34:00 მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ თავის ძალებს არ განათავსებს ლიბანში ან ღაზას სექტორში, ისრაელის ძალებთან საბრძოლველად "ჰეზბოლას" სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმების ფონზე.

"არ არსებობს საჭიროება ირანის ისლამური რესპუბლიკის დამატებითი ან მოხალისე ძალების გაგზავნისა" - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნასერ კანანიმ 30 სექტემბერს და დასძინა, რომ ლიბანს და პალესტინელთა ტერიტორიებზე მებრძოლებს "აქვთ შესაძლებლობა და ძალა თავი დაიცვან აგრესიისგან".

ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო.

27 სექტემბრის იერიშს ემსხვერპლა დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა.

მედია: ისრაელს "ჰეზბოლას" ლიდერის ლიკვიდაციაში ირანელი აგენტი დაეხმარა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S