
ბლინკენი: მსოფლიო უფრო უსაფრთხოა სასტიკი ტერორისტის ნასრალას გარეშე
30/09/2024 14:46:09 მსოფლიო
რეგიონი და მსოფლიო უფრო უსაფრთხოა სასტიკი ტერორისტის - ნასრალას გარეშე, – ასე ეხმიანება "ჰეზბოლას" ლიდერის ლიკვიდაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ჰასან ნასრალა ისრაელის მიერ განხორციელებულ 27 სექტემბრის იერიშს ემსხვერპლა.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ დიპლომატია რჩება საუკეთესო და ერთადერთ გზად უფრო დიდი სტაბილურობის მისაღწევად ახლო აღმოსავლეთში.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას, რომ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ღაზაში.
ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო.