Accentnews.ge
მილერი: ისრაელმა შეგვატყობინა, რომ ლიბანში სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს

მილერი: ისრაელმა შეგვატყობინა, რომ ლიბანში სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს

30/09/2024 19:46:07 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, ისრაელმა აშშ-ს შეატყობინა, რომ ლიბანში მცირე მასშტაბის სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს. მანამდე ამის შესახებ მედია წერდა. კერძოდ, Washington Post-ის ცნობით, ოპერაცია 2006 წლის ლიბან-ისრაელის ომზე მცირე მასშტაბის იქნება და მიზნად ქვეყნების საზღვართან ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებასა და ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებების წინაშე საფრთხის აღმოფხვრას ისახავს.

"ამ ოპერაციების შესახებ მათთან საუბრები გვაქვს",- თქვა მილერმა და დასძინა, "ამ დროისთვის გვითხრეს, რომ არის შეზღუდული ოპერაციები, რომლებიც საზღვართან "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურაზე კონცენტრირდება. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მიმდინარე საუბრები გვაქვს".

მილერმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს "ჰეზბოლას" წინააღმდეგ თავის დაცვის უფლება აქვს, რაც ლიბანში ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანასაც მოიცავს. იმავდროულად მილერმა ორივე მხარეს ესკალაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა:

"ვაცნობიერებთ, რომ ზოგჯერ სამხედრო ზეწოლამ შესაძლოა დიპლომატია შესაძლებელი გახადოს. ასევე მართალია, რომ სამხედრო ზეწოლა არასწორ გათვლებამდე შეიძლება მივიდეს - შეიძლება გაუთვლელი შედეგებიც გამოიწვიოს. ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის მათ უფლებას მხარს ვუჭერთ, მხარს ვუჭერთ ისრაელელი მოქალაქეების სახლში დაბრუნების ძალისხმევებსაც და, საბოლოო ჯამში, გვჯერა, რომ დიპლომატიური რეზოლუცია ამის მიღწევის საუკეთესო გზაა".

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S