
დავით ზალკალიანი დღეს ვაშინგტონს ეწვევა
04/02/2020 06:46:34 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ვაშინგტონს ეწვევა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
ვიზიტი 7 თებერვალს დასრულდება.