Accentnews.ge
სოხუმი მოსკოვის მოთხოვნით აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული კიდევ ერთი ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის ემზადება

სოხუმი მოსკოვის მოთხოვნით აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული კიდევ ერთი ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის ემზადება

02/10/2024 13:22:51 კონფლიქტები

სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება მოსკოვის მოთხოვნით რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული კიდევ ერთი ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის ემზადება. ამჯერად საუბარია "რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების რეალიზების შესახებ" დოკუმენტზე, რომლის რატიფიცირების გაჭიანურება ამასწინათ მოსკოვის მხრიდან სოხუმისთვის ფინანსური სანქციების დაწესების მიზეზად იქცა.

როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა აფხაზური ბიუჯეტის დაფინანსება შეწყვიტა. ამის შემდეგ მალევე აფხაზურმა "პარლამენტმა" დაამტკიცა რუსეთის მიერ მოთხოვნილი ორმხრივი დოკუმენტი "ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და აღსრულების თაობაზე".

ოპოზიციის ნაწილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას კვლავინდებურად ეწინააღმდეგება. დე-ფაქტო ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მოცემული რედაქციით ეს დოკუმენტი "სერიოზულ ეკონომიკურ რისკებს შეიცავს და არ პასუხობს აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს".

ცნობისთვის: რუსეთის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი ითვალისწინებს, მათ შორის, რუსი ინვესტორების გადასახადებისგან გათავისუფლებას 25-წლიანი ვადით, თუ ინვესტიციის ოდენობა 2 მლრდ რუბლს გადააჭარბებს.

"რას მოგვცემს ასეთი ინვესტიციები, თუკი აფხაზურ ბიუჯეტს მსგავსი პროექტებიდან საუკუნის მეოთხედის განმავლობაში კაპიკი შემოსავალი არ შეუვა?!" - აცხადებს ოპოზიციონერი ადგურ არძინბა.

მიუხედავად ამისა, დე-ფაქტო ხელისუფლება მოსკოვის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეცაა განწყბილი. დე-ფაქტო პარლამენტის სხდომა სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S