
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის
03/10/2024 10:13:54 სამართალი
ტრანგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექპერტიზას გაივლის.
ექსპერტიზის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა. შუამდგომლობას ჯაიანის ადვოკატები დათანხმდნენ.
26 წლის ბრალდბული ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 ნოემბერს გაიმართება.
37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.