Accentnews.ge
ოსური მედია: საქართველოს ორი მოქალაქე ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ბანერის დემონტაჟის დროს დააკავეს

ოსური მედია: საქართველოს ორი მოქალაქე ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ბანერის დემონტაჟის დროს დააკავეს

03/10/2024 10:48:37 კონფლიქტები, სამართალი

საქართველოს ორი მოქალაქე რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული "სასაზღვრო" ბანერის დემონტაჟის მცდელობისას დააკავეს, - იუწყება "Сапа" ოსური დე-ფაქტო უშიშროების ორგანოებზე დაყრდნობით.

ტელეგრა-არხის ინფორმაციით, სოფელ პატარა მეჯვრისხევის მკვიდრი სერგო მერაბიშვილისა და იასონ გენგიურის დაკავება გამყოფი ხაზის სიახლოვეს 16 სექტებერს "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის გამო" განხორციელდა.

"ჯერ დათვრნენ, მერე კი უკანონოდ გადმოკვეთეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და სასაზღვრო ბოძის დემონტაჟს ცდილობდნენ, რასაც ვიდეოზე იღებდნენ და თან ხატოვნად იგინებოდნენ" - იუწყება ტელეგრამ-არხი.

მისივე მონაცემებით, დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს და "საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააძევეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S