სომხეთმა და საქართველომ "ადგილები გაცვალეს"

05-10-2024 16:40:36 კავკასია

სანამ საქართველო "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი პოლიტიკის შედეგად ნატო-სა და ევროკავშირისგან დისტანცირდება, რუსეთის მრავალწლიანი ტრადიციული პარტნიორი სომხეთი მათთან თანამშრომლობას აღრმავებს.

როგორც ერთთან, აპირებს გააღრმავოს NATO-სთან თანამშრომლობა - ამის შესახებ

"ვინაიდან ნატო მტკიცედ უჭერს მხარს პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სომხეთი გასული 30 წლის მიღწევებზე დაყრდნობთ გეგმავს, გააღრმავოს ნატო-სთან თანამშრომლობა ერთობლივი წვრთნებითა და თავდაცვის რეფორმებით, რაც გვამზადებს მომავალი გამოწვევებისთვის" - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სომხეთის წარმომადგენლობის მიერ სოცქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ნატო-სთან ქვეყნის თანამშრომლობის 30 წლისთავს ეძღვნება.

განცხადებას აქვეყნებს NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ სამეზობლოში ხავიერ კოლომინაც.

"30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთი NATO-ს პარტნიორი გახდა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ავაგეთ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით. განსაკუთრებით მივესალმები სომხეთის მრავალწლიან წვლილს ნატო-ს KFOR-ის მისიაში" - წერს კოლომინა X-ზე.

ცნობისთვის: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის კუთხითაც ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში მოწინავე იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამ დროისთვის ფაქტობრივად გაყინულია "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულად შეფასებული მთელი ბოლოდროინდელი ნაბიჯებისა და გამალებული ანტიდასავლური სადეზინფორმაციო პროპაგანდის გამო. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ შეხვდნენ. საქართველოს ხელისუფლებას შეხვედრებზე უარი აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც განუცხადეს. სამაგიეროდ "ოცნების" პოლიტიკას გაუთავებლად აქებს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც დასავლეთს "ოცნების" ანტიდემოკრატიული ნაბიჯების კრიტიკის გამო "საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში" ადანაშაულებს და წინასაარჩევნოდ ივანიშვილის გუნდის ღია მხარდაჭერას არ ერიდება.

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნების" ანტიამერიკული მესიჯ-ბოქსი რუსეთის საგარეო დაზვერვისას ემთხვევა

ზემოთთქმულის ფონზე ჰელსინკის კომისია სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის გააქტიურებაზე საუბრობს, შექმნილ ვითარებას "ძალზე სახიფათოდ" აფასებს და მოუწოდებს აშშ-სა და მათ პარტნირებს, რეგიონისადმი მიდგომას გადახედონ.

როგორც ჰელსინკის კომისიის წერილშია აღნიშნული, "იმ ფონზე, რომ რუსეთი რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებას ცდილობს, მისი ისტორიული მოკავშირე სომხეთი მოსკოვს შორდება, აზერბაიჯანი ერთის მხრივ, რუსეთთან კავშირს ზრდის, მაგრამ ამას მის გრძელვადიან პარტნიორთან, NATO-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობით აბალანსებს, საქართველო კი რუსეთისა და არალიბერალური ორიენტაციისკენ არის გადახრილი "ქართული ოცნების" მთავრობის პოლიტიკის გამო, რომელიც, როგორც ჩანს, გვერდს უვლის ქართველი ხალხის პროდასავლურ განწყობებს".

"პრორუსული პოზიციისკენ ეს გადახრა სერიოზული შეშფოთების საგანია. შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიის მიმართ ორმაგი მიდგომა უნდა გამოიყენოს: ერთის მხრივ, გაამკაცროს საპასუხო ზომები დემოკრატიული უკუსვლისთვის და ამავდროულად, უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა, ძლიერი ინტეგრაციისთვის. წინსვლის გზა ერთად უნდა გავკვალოთ". - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოცქსელ X-ში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები