06-10-2024 10:05:56 სხვა
ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ის საშუალო წონაში მორიგი ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელი კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის დასაწყისშივე დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და უტევდა. მთელი პირველი რაუნდი ქართველის კარნახით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ჰოლანდმა ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში რიგით მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია. ამ ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იმყოფებოდა.