Accentnews.ge
ზალკალიანია: “ამერიკელი სენატორების ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება“

ზალკალიანია: “ამერიკელი სენატორების ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება“

05/02/2020 06:15:01 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, თბილისი ამერიკელი პარტნიორების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშთან და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ლიდერ ჯინ შაჰინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული სენატორების [პრემიერ გახარიასადმი ბოლოდროინდელ] წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და სწორედ ამ კონტექსტში იყო ჩემი მხრიდან ძალიან დასაბუთებულად არგუმენტირებული პოზიცია ყველა იმ პროცესთან მიმართებაში, რომელზეც არის საუბარი წერილში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახდენს მაღალი სტანდარტის დემონსტრაციას, საარჩევნო პროცესთან, არჩევნების ჩატარების კუთხით, ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვქონდა უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნები, ბუნებრივია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა, „ამერიკის ხმის“ ცნობით, ზალკალიანმა.

ცნობისთვის: სენატორებმა რიშმა და შაჰინმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის თაობაზე დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძრვისა და პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის გამო. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს გუშინ ეწვია და ვიზიტს 7 თებერვალს დაასრულებს. ამერიკის დედაქალაქში მას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შეუერთდება. ისინი შეხვედრებს კონგრესის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც გამართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S