
სახდეპი: ირანსა და რუსეთს შორის კავშირების გაღრმავება გამოიწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში
08/10/2024 08:44:59 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის კავშირების გაღრმავება გამოიწვევს სიტუაციის დესტაბილიზაციას არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, აღელვებს თუ არა შეერთებულ შტატებს რუსეთის, როგორც ირანის მოკავშირის, ახლო აღმოსავლეთის ომში შესაძლო ჩართულობა.
"რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ირანსა და რუსეთს შორის კავშირების გაღრმავება რეგიონში დესტაბილიზაციას ახდენს. ეს მადესტაბილიზირებელია მსოფლიოსთვის. ეს ეხება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს - ეს ეხება ყველაფერს, სადაც ირანი და რუსეთი მოქმედებენ", - თქვა მილერმა საპასუხოდ.