
კალაძე: „ოცნებას“ შანსი აქვს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობითაც მოვიდეს“
05/02/2020 11:32:08 საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას შანსი აქვს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს.
„თუ ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ის ერთადერთი პარტიაა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში, თუმცა დაველოდოთ არჩევნებს, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კალაძემ.