Accentnews.ge
მედია: ზელენსკი შოლცს გააცნობს "გამარჯვების გეგმას"

მედია: ზელენსკი შოლცს გააცნობს "გამარჯვების გეგმას"

09/10/2024 18:08:16 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა და შეხვედრებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარასკევს, 11 ოქტომბერს, ზელენსკი შოლცს გაუმხელს თავისი “გამარჯვების გეგმის” დეტალებს, რაც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარუდგინა.

გარდა ამისა, იგეგმება კონფიდენციალური მოლაპარაკებები ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტს შორის.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შოლცი და ზელენსკი შაბათს, 12 ოქტომბერს, გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე შეხვდებოდნენ. თუმცა, ვინაიდან, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქარიშხალი “მილტონის” გამო აშშ-ში დარჩა, სამიტი უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდო.

ზელენსკი: ფრონტზე არსებული ვითარება იძლევა ომის არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულების შესაძლებლობას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S