10-10-2024 10:32:48 პოლიტიკა
იმ ფონზე, როდესაც სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს ადანაშაულებს სიძულვილის ენის გამოყენებაში, საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა. მათზე, სისხლისფერ ფონზე, გამოსახეს ოპოზიციონერი ლიდერები, ასევე ჩანს ხელი ბაწრით და წარწერა: „არა ომს! არა აგენტურას."
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან მოყოლებული, მმართველი პარტიის სარეკლამო ბანერები და ვიდეორგოლები არაერთხელ გახდა კრიტიკის მიზეზი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მანამდე „ქართული ოცნება“ თავის რეკლამაში იყენებდა უკრაინის ომის შედეგად დაზიანებული ქალაქების კადრებს და მას საქართველოს ადარებდა.
სამმა ტელეკომპანიამ - "მთავარმა", "ფორმულამ" და "პირველმა" - უარი თქვა მსგავსი რეკლამების გადაცემაზე და განაცხადეს, რომ ისინი შეიცავს სამხედრო პროპაგანდას, შიშს უნერგავს ამომრჩეველს და არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ეს დარღვევად მიიჩნია და ამ ტელეარხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.