Accentnews.ge
ცხინვალი დანარჩენ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო ე.წ. საზღვრს არ გახსნის

ცხინვალი დანარჩენ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო ე.წ. საზღვრს არ გახსნის

10/10/2024 09:41:40 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტლებით, დანარჩენ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების გამო ე.წ. საზღვრს არ გახსნიან. გადაწყვეტილება ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული თათბირზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.

"გამშვები პუნქტები რაზდახანი და პერევი დაიკეტება. საზღვარი იკეტება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროდასავლური და რადიკალური ნაციონალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამოსარიცხად“, – აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს–სამსახურში.

გაგლოევმა თათბირზე განაცხადა, რომ „დასავლეთს ქვეყნების სპეცსამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და გააკეთებენ ყველაფერ შესაძლებელს. რათა საქართველოში არჩვენების დროს ვითარება კონტროლიდან გამოიყვანონ“.

„26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის ღია წყაროებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება გართულდება“, -დასძინა მან.

ახალგორისა და ჯავის რაიონების მოსახლეობას დე ფაქტო საზღვრის კვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S