
OSCE/ODIHR: ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღება უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი
05/02/2020 17:39:31 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღება უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ OSCE/ODIHR–ის დასკვნაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციის მიერ წარდგენილი ე.წ გერმანული მოდელი შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს და მსგავს სისტემაზე გადასვლა შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი“, – ნათქვამია დასკვნაში.
ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას მას შემდეგ შესთავაზა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. მმართველი გუნდი დღემდე ირწმუნება, რომ ე.წ გერმანული მოდელის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.
იხილეთ ასევე: რას ევაჭრება «ოცნება» საქართველოს და რას ფიქრობენ დასავლეთში