თარგამაძე: ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ

11-10-2024 13:17:51 პოლიტიკა ,საზოგადოება ,სამართალი

მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ,- ამბობდა 20 სექტემბერს გივი თარგამაძე, როდესაც მისი მანქანის აფეთქების საქმეზე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.

„ძალზედ ნათელია რასაც ივანიშვილი აკეთებს. ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება, ჩემი აზრით, ქოცებისთვისაც ნამეტანია“.

„ისევ ძველი ვერსია - უკრაინა, თავისიანებმა გაწირეს…გამოძიება დაწყებულიც არ იყო, ტერაქტიდან წუთები იყო გასული, როცა ეს ვერსია შემოაგდო მთავრობამ.

ახლაც, დღეების წინ უკვე დააანონსა კობახიძემ იგივე - უკვე იცოდა, როგორც ჩანს, რომ ხეჩუაშვილს "დააკავებდნენ".

ახლა თავისივე დარჩო ხეჩუაშვილს თანხას ჩაახუტებენ. ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და ა.შ. დამავალაო.

მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ. სულ რაღაც ორ თვეში მოვა ის დრო, ყველაფერი რომ ცხადად გამოაშკარავდება.

მოთმინება მაქვს. ამ წარმოდგენის მსახიობებმა იდარდონ თავის ბედზე...

PS. მაშინ მთელი პროპაგანდა ხეჩუაშვილის მამის ერთმა კომენტარმა ჩამოუქცია - რა კიევი, რის კიევი - მოსკოვში დადიოდაო",- აცხადებდა თარგამაძე.

საქართველოს გერერალურ პროკურატურაში დღეს, 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნეს ხეჩუაშვილის ჩვენება, რომელსაც საქმეში დამკვეთებად ფაქტობრივად ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემოჰყავს.

პროკურატურას არ დაუზუსტებია, დასტურდება თუ არა რაიმე გარემოებებით დაკავებულის ჩვენება, წარმოშობს თუ არა ის ახალი ბრალის დადგენილების გამოცემის ან თავად დაკავებულის განაჩენის გადახედვის საფუძვლებს, არც ის, რით იყო განპირობებული ამ ჩვენების საზოგადოებისთვის წარდგენის აუცილებლობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები