გერმანიის ელჩი: „ალტერნატივა გერმანიისთვის” პროექტი ამბობს შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას

12-10-2024 01:05:31 ციტატა

„ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციაზე. სათაური: „საქართველოს ევროპული მომავლისთვის”... მიღებულია 3 პარტიის მიერ, რომლებიც [ბუნდესტაგის] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. გერმანიის მთავრობის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვირდემ, ვეიმარის განცხადება გააკეთა გუშინ.

მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, ხმა „არა“-ს მისცა, ვინაიდან [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ იყო (ნორმალურია). მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას,” - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე.

“ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგმაც მიიღო.

"ბუნდესტაგში დაარეგისტრირა ულტრამემარჯვენე, ნაწილობრივ ექსტრემისტულმა პარტიამ რეზოლუცია, რომელიც იმეორებს "ოცნების" პროპაგანდას"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები