
ეკონომიკის მინისტრი: „გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადება ანაკლიაზე არასწორია“
06/02/2020 08:16:53 ეკონომიკა
საქართევლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადება „არსწორია“.
„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არასწორია, არ ეყრდნობა სწორ ფაქტებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა "აქცენტთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ ანაკლიის პროექტის განვითარება რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა.
„ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს ამ პროექტს და ნაცვლად ამისა კრემლის მხრიდან ზეწოლას თავს უხრის“, - აცხადებს ჰოჯესი.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზად კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021