შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია "გამარჯვების გეგმის" წარსადგენად

15-10-2024 23:02:43 ევროპა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია.

“პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, - წერს მიშელი X-ზე.

ევროპული საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში 17-18 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მოიყრიან თავს და იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

ცნობილია, რომ განიხილება საქართველოს თემაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები