Accentnews.ge
მოლდოვაში გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ცნობილია

მოლდოვაში გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ცნობილია

21/10/2024 15:50:39 მსოფლიო

მოლდოვაში გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ცნობილია. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმათა 100% დათვლილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კითხვაზე, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?", რეფერენდუმში მონაწილეთა 50,46%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 49,54%-მა – უარყოფითი.

ამავე თემაზე: "ბეწვზე გადარჩა დემოკრატია" - ვინ იხსნა მოლდოვაში რეფერენდუმი.

2022 წლის ივნისში ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.

2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S