
სანდუ: რეფერენდუმის შედეგი მოწმობს, რომ მოლდაველებს კვლავაც ევროპისკენ სვლა სურთ
22/10/2024 06:07:37 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, რეფერენდუმის შედეგი მოწმობს, რომ მოლდაველებს კვლავაც ევროპისკენ სვლა სურთ.
"ევროპული ინტეგრაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილი რეფერენდუმი მოწმობს, რომ მოლდაველებმა ევროკავშირი აირჩიეს მაშინაც კი, როცა ისინი მასშტაბური დეზინფორმაციის და მანიპულაციის სამიზნე იყვნენ", – აცხადებს სანდუ.
როგორც ვარაუდობენ, რეფერენდუმის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია ხმებმა მოლდოვის ძლიერი დასავლური დიასპორიდან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კითხვაზე, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?", რეფერენდუმში მონაწილეთა 50,46%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 49,54%-მა – უარყოფითი.
ამავე თემაზე: "ბეწვზე გადარჩა დემოკრატია" - ვინ იხსნა მოლდოვაში რეფერენდუმი.
2022 წლის ივნისში ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.