Accentnews.ge
ბორელი: რუსეთისა და მისი მარიონეტების ჩარევის მიუხედავად, მოლდოველებმა ისტორიული არჩევანი გააკეთეს, გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის გზაზე

ბორელი: რუსეთისა და მისი მარიონეტების ჩარევის მიუხედავად, მოლდოველებმა ისტორიული არჩევანი გააკეთეს, გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის გზაზე

22/10/2024 09:24:29 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მოლდოვას ევროკავშირის წევრობის გზაზე მხარდაჭერას ჰპირდება.

მისი თქმით, რუსეთისა და მისი მარიონეტების ჩარევის მიუხედავად, მოლდოველებმა ისტორიული არჩევანი გააკეთეს.

"20 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებმა გამოიყენეს თავიანთი ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში და რეფერენდუმში ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში შეტანის შესახებ.

ევროკავშირი აქებს ქვეყნის ხელისუფლებას საარჩევნო პროცესისა და რეფერენდუმის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის.

ევროკავშირი მიესალმება რეფერენდუმის შედეგებს. მოქალაქეებმა გააკეთეს ისტორიული არჩევანი თავიანთი მომავლის უზრუნველსაყოფად ევროკავშირში, მიუხედავად რუსეთისა და მისი მარიონეტების მასიური ჩარევისა და ჰიბრიდული კამპანიისა მოლდოვაში დემოკრატიული კენჭისყრის შელახვის მიზნით. კენჭისყრის შედეგები ასახავს მათ მისწრაფებებს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი, სტაბილური, დემოკრატიული და აყვავებული მოლდოვისკენ.

ევროკავშირი გმობს რუსეთის უპრეცედენტო მავნე ჩარევას მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებსა და საკონსტიტუციო რეფერენდუმში. ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის მდგრადობისა და პროგრესის მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის გზაზე", – აცხადებს ბორელი.

ცნობისთვის: 20 ოქტომბერს მოლდოვაში რეფერენდუმი გაიმართა, რომლის თანახმად, მოლდოველთა უმეტესობა ევროინტეგრაციის მომხრეა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კითხვაზე, "ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?", რეფერენდუმში მონაწილეთა 50,46%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 49,54%-მა – უარყოფითი.

ამავე თემაზე: "ბეწვზე გადარჩა დემოკრატია" - ვინ იხსნა მოლდოვაში რეფერენდუმი.

2022 წლის ივნისში ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მოლდოვას წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.

2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების საკითხზე მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S