
მარნეულში ბიზნესმენის სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
22/10/2024 15:44:44 სამართალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში, ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივი მედიასაშუალებებით გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევა 22 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.