10-02-2020 10:20:06 მსოფლიო
აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა. მმართველმა პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი" 125–მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 69 ადგილი მოიპოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.
ოპოზიციური მედიის ცნობით, არჩევნებზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებზე იყო ე.წ. "კარუსელის", სხვა საარჩევნო დარღვევების, ასევე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები და მთელი რიგი სხვა სკანდალები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.