წალკაში მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

24-10-2024 15:19:13 სამართალი

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, ავარია დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.

შსს იტყობინება, რომ წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის” მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულში ბრალდებული ი.გ.დაკავებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები