Accentnews.ge
„სასურველი დემოკრატიისა და თავისუფლების მისაღწევად ყველა მხარეს კომპრომისზე წასვლა ჰმართებს“

„სასურველი დემოკრატიისა და თავისუფლების მისაღწევად ყველა მხარეს კომპრომისზე წასვლა ჰმართებს“

10/02/2020 07:03:13 საგარეო პოლიტიკა

"სასურველი დემოკრატიისა და თავისუფლების მისაღწევად ყველა მხარეს კომპრომისზე წასვლა ჰმართებს", – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, რომელზეც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები განვიხილეთ. მადლობას მოვახსენებ პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის და ვაფასებ ჩვენს მეგობრობას. ამასთან, მქონდა შეხვედრები საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი პრობლემები. დემოკრატია იოლი არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალია პოლიტიკური მიკერძოებისგან“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“ პირად გვერდზე და დასძენს, რომ იგი მომავალშიც აშშ-საქართველოს მეგობრობის მტკიცე მხარდამჭერი იქნება.

ცნობისთვის: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო არაერთხელ გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S