მოლდოვის პოლიცია: ამომრჩეველთა მოსასყიდად მოლდოვაში რუსეთიდან $39 მილიონი გადმორიცხეს

24-10-2024 19:38:16 ევროპა

მოლდოვის პოლიცია აცხადეს, რომ ამომრჩევლების მოსასყიდად მოლდოვაში რუსეთიდან 39 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

პოლიციის ხელმძღვანელის ვიორელ ჩერნეუცანუს ცნობით, მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმამდე რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსული ბანკის “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის მეშვეობით.

საქმის მასალების მიხედვით, “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა, მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმის მოახლოების გამო, უფრო გააქტიურდა.

“პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის დაყენებაში ხალხს Telegram-ის ბოტები ეხმარებოდნენ. პოლიციამ სისტემაში მოლდოვიდან 138 ათასი ნომრის დაფიქსირება მოახერხა.

პოლიციამ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემაში ჩართული 520 ადამიანი გამოავლინა. მათ ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"ბეწვზე გადარჩა დემოკრატია" - ვინ იხსნა მოლდოვაში რეფერენდუმი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები