
OSCE PA: "ჩვენი დამკვირვებლები ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული, რათა შეაფასონ არჩევნები საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით"
26/10/2024 07:53:55 პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმიანება.
"საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები განლაგებულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა შეაფასონ საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით", - წერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021