
ხმის ორჯერ მიცემა, ცემა, ხმის ფარულობის დარღვევა - კორძაია სისხლის სამართლის დანაშაულსა და დარღვევებზე საუბრობს
26/10/2024 09:03:27 პოლიტიკა, სამართალი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თამარ კორძაია შსს-ს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებზე.
კერძოდ, მისი ცნობით, #9 უბანზე (ნაძალადევი), ადამიანმა ორზჯერ მისცა ხმა. იგივე მოხდა კრწანისის #4 უბანზე. მისი თქმით, პოლიცია გამოძახებულია, თუმცა არ მისულა უბანზე.
„გომელაური პირადად იქნება პოასუხისმგებელი ამ უმოქმედობაზე“,- თქვა კორძაიამ შს მინისტრზე. ასევე, მიისვე თქმით, ცესკოს- თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ასევე პირადად იქნება პასუხისმგებელი იმ „საარჩევნო დარღვევებზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება“.
მისივე შეფასებით, მარნეულში - „კატასტროფა ხდება“ გულისხმობს საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის ფაქტს.
„მსგავსი რამ შევარდნაძის პერიოდის შემდეგ არ მომხდარა. ვულოცავ კალანდარიშვილს“.
ის მოითხოვს, სასწრაფო რეაგირებას პატრტიის წევრის ცემაზე, რომელიც ასევე მარნეულში დაფიქსირდა.
მისივე ინფორმაციით, დარღვეულია ხმის ფარულობის პროცესი, #74, #50 უბნებზე.