აზერბაიჯანული მედია: „გახარიამ ალიევს არჩევნებში მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა“

10-02-2020 17:34:39 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა, – იუწყება აზერბაიჯანული მედია.

მისივე ცნობით, ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას ყურადღებისთვის და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიამ გაიმარჯვა. მმართველმა პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი" 125–მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 69 ადგილი მოიპოვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.

ოპოზიციური მედიის ცნობით, არჩევნებზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებზე იყო ე.წ. "კარუსელის", სხვა საარჩევნო დარღვევების, ასევე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები და მთელი რიგი სხვა სკანდალები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები