
ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 58.95%-ია
26/10/2024 17:30:37 საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია.
ცესკოში აღნიშნეს, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვინაიდან, ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო. 2016 წელს - 51.63%. 2012 წელს - 60.8%.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S