Accentnews.ge
ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული დათვლილი უბნების 70%-ის მიხედვით, "ოცნებას" 52.97% აქვს, ბარიერს კიდევ ოთხი პარტია ლახავს

ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული დათვლილი უბნების 70%-ის მიხედვით, "ოცნებას" 52.97% აქვს, ბარიერს კიდევ ოთხი პარტია ლახავს

26/10/2024 17:45:32 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 2201 (70.749%) საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერს 5 პარტია ლახავს. ჯამში გახსნილი იყო 3111 უბანი.

ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ - 52.97%
  • „კოალიცია ცვლილებებისთვის - 11.208 %
  • „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“- 9,797 %
  • „ძლიერი საქართველო“ - 9,836%
  • „გახარია - საქართველოსთვისაა“ - 8.233%

ჯერ არ არის დათვლილი საზღვარგარეთ გახსნილი უბნებიც.

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა - ხმა მისცა 2 060 412 მოქალაქემ.

ცესკოში აღნიშნეს, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვინაიდან, ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო. 2016 წელს - 51.63%. 2012 წელს - 60.8%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S