„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მათ ოფისს თავს დაესხნენ

27-10-2024 00:17:47 პოლიტიკა ,რეგიონები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მათ ოფისს თავს დაესხნენ.

ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირება.

იტყობინებიან, რომ ოფისის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებსაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 2201 (70.749%) საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერს 5 პარტია ლახავს. ჯამში გახსნილი იყო 3111 უბანი.

ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 52.97%,„კოალიცია ცვლილებებისთვის - 11.208 %, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“- 9,797 %, „ძლიერი საქართველო“ - 9,836%, „გახარია - საქართველოსთვისაა“ - 8.233%.

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა - ხმა მისცა 2 060 412 მოქალაქემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები